თვითშეფასების კითხვარი

 

თვითშეფასება

1.    ურთრთსც და ურთრთ შეყო

       ტერე      ვქმნი მხარდამჭერ და კეთილგანწყობილ გარემოს, რომელიც ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს, დამოუკიდებლობას ანიჭებს გადაწყვეტილების მიღებაში. თითოეულ  მოსწავლეს  ვუდგები  ინდივიდუალურად. მაგალითად, ხშირად  ვსვამ  ღია  კითხვებს, რომლებშიც ვითვალისწინებ მოსწავლეების შესაძლებლობას.რაც  მოსწავლეებს  საკუთარი აზრის გამოთქმის  საშუალებას აძლევსასეთი  შეკითხვები  ჩემს  მოსწავლეებს უხსნის შიშის განცდას, ამავდროულად, ისინი პიროვნებად გრძნობენ  თავს. ვითვალისწინებ ლი    ლო,ოციუ და ოცი როს, წლის დასაწყისში შევავსებინე  კითხვარი, რომელიც ჩემთვის საინტერესო კითხვებისგან შედგებოდა და ამით მივიღე ინფორმაცია თითოეული მოსწავლის ინტერესების შესახებ. რეგულარულად  ობ შობბთ,ფსიქოლოგთან,ყოველივე ეს მეხმარება გავიგო  ეები  როე. ამავდროულად ვიყენებ  ისეთ  აქტივობებს, რაც საშუალებას  აძლევს  მოსწავლეებს  უკეთ  გაიცნონ  ერთმანეთი.   საგაკვეთილო  პროცესში  ვიყენებ სწავლების  ინტერაქციულ  მეთოდებს: ჯგუფურ მუშაობებს, წყვილებში , ინდივიდუალურს.  ისინი ხშირად საუბრობენ საკუთარ ინტერესებზე, გატაცებებზე,  ეს კი  კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ქმნის ჯგუფის წევრებს შორის.

 

 

2. ტოტო რძნახა,

რუფ რუნვეყო

            კლასში ვამკვიდრებ კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას.  მრავალფეროვნება  ამდიდრებს  სასწავლო  გარემოს, ასეთ  გარემოში მოსწავლეს  აქვს მრავალმხრივი ხედვა, აქვს კონფლიქტის თავიდან არიდების უნარი, საერთო  ღირებულებების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.     ვეცნობი  თითოეული  მოსწავლის რელიგიურ   მახასიათებლებს.  კლასში  მყავს განსხვავებული  რელიგიური რწმენის  მოსწავლეები,  ვითვალისწინებ  მათ  ინტერესებს, მაგალითად  ღონისძიების დაგეგმვისას ვცდილობ როლები ისე გადავანაწილო, რომ   მათი რწმენა და გრძნობები არ შეილახოს.რაც მოსწავლეებში  აღძრავს პატივისცემისა და დაფასების გრძნობას .

           იმისთვის, რომ გავაუმჯობესო  ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, მესაჭიროება

დამატებითი ლიტერატურის წაკითხვა და თანამშრომლობა კოლეგებთან.

        

3. არ

         საკლასო წესებისა და პროცედურების არსებობა კლასის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სასწავლო  წლის  დასაწყისში  ყველა  მოსწავლე აქტიურად  ჩავრთე  ქცევის წესების შემუშავებაში.

მათი მონაწილეობით  შემუშავებულ  წესს  ისინი მეტი  პასუხისმგებლობით  ეკიდებიან. ქცევის  წესების დარღვევისთვის ერთად შევიმუშავეთ  სანქციები . ქცევის წესები მოსწავლეებმა  სისტემატიურად რომ დაიცვან ვიყენებ სხვადასხვა მეთოდსა და  სტრატეგიას, მაგ  მოსწავლის დადებით ქცევას  ვაფასებ პოზიტიური კომენტარით, რაც სხვა მოსწავლეს უბიძგებს  მსგავსი ქცევის განხორციელებისკენ. ხოლო დარღვევის შემთხვევაში სწრაფად ვრეაგირებ,ჯერ ვანიშნებ თვალით,შემდეგ ვაძლევ სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო უკიდურეს შემთხვევვაში ვუკავშირდები მშობელს, რომელიც ვთვლი, რომ  სამართლიანი და ადეკვატურია. ასევე გავაცანი კლასის წესები მშობლებს, მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით გავუზიარე ბუკებში, რაც საშუალებას აძლევს კლასის გარდა წესებს სახლშიც გაეცნონ.

 

.                              4. სურს რთ ოყე:

 

       სასწავლო რესურსების  სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა  სასწავლო პროცესის  ეფექტიანად წარსამართავად. რერს შეევს ვწიებ და შე,  ასევე  მათ  ინტერესებს, ვითვალისწინებ შერჩეული რესურსები გაზრდის თუ არა  მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას. სისტემატიურად ადებ რერს, რომელიც შეესაბამება გაკვეთილის მიზანს. ვთვლი, რომ  ბუკი საუკეთესო საშუალებაა  მრავალფეროვანი,  საინტერესო , სახალისო და მოტივირებული  გაკვეთილის  ჩასატარებლად. მაგ. პირველ კლასში ყოველი ასო-ბგერის   და  ციფრების შესასწავლად ვქმნი შესაბამის სავარჯიშოებს, ვამზადებ ბარათებს, სხვადასხვა თვალსაჩინოებებს, რაც  მნიშვნელოვანია  უმცროსი ასაკის მოსწავლეთათვის, რომელთა აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია.

5. აარსნმტე:

          სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის  ეფექტურობას და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი მეხმარება  სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, მის გამდიდრება- გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწაში.

                     თემატური სასწავლო გეგმა შევიმუშავე სასწავლო წლის დასაწყისში შემუშავებისას გავითვალისწინე სკოლის პრიორიტეტები და  მოსწავლეთა საჭიროებები.  გაკვეთილის თემის შერჩევისას, ვაყალიბებ გაკვეთილის მიზანს, რომელიც  გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან, რომელიც არის მოსწავლეზე ორიენტირებული, ასევე ვითვალისწინებ წინარე ცოდნას. ტერე და შე წი  მიზნით  დავგე  რე ქტვობა, მაგალითად, ანბანის  გაცნობასთან ერთად ვესაუბრე იაკობ გოგებაშვილის შესახებ, ვუჩვენე პრეზენტაცია , სადაც  აღწერილი მქონდა მისი ბიოგრაფიული მონაცემები და წარმოდგენა შეექმნათ თუ სად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იგი. ამ მასალის უკეთ გაგების მიზნით მოვაწყე  ექსკურსია სოფელ ვარიანში.

                      ყენებ ნფორცი იწ სხადასხვა ორ, მაგალითად ტექსტი რომელიც წიგნში არის მოცემული, გადამაქვს ბუკში, ვაფორმებ შესაბამისი ნახატებით და მოძრავი ანიმაციებით, რაც სახალისო და მოტივირებულ სასწავლო პროცესს ქმნის.

                    ხშირად გაკვეთილს ვიწყებ პრობლემური შეკითხვების დასმით, ამის შემდეგ მოსწავლეები ვარაუდობენ გაკვეთილის მიზანს და აცნობიერებენ  საკითხის ცოდნის სარგებლიანობას.

            ვითანამშრომლებ კოლეგებთან  გაკვეთილების ერთობლივ დაგეგმვასთან დაკავშირებით.

6.ავლი ავლე სტრაეგიე:

 

               სწავლების  სტრატეგია არის მიზანმიმართული ქმედება მოსწავლეებში შესაბამისი კომპეტენციის გასავითარებლად.ყენებ ტრტეგი, რომ ხმრეეე ნფორცი იზის, ნთზი შე ნარერებაში. როე და წი ყენებ ერეცირეულ .

             ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა, მასწავლებელმა ხელი შეუწყოს  მოსწავლეებს შეძენილი ცოდნა სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. ანუ ტრანსფერი. ვეხმარები მოსწავლეებს ამ უნარის შეძენაში, რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება განსხვავებულ ვითარებაში.  ყენებ ტრტეგი, რომ ეეს ურე გი მს და როვ ნარე. კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიებიდან ხშირად ვიყენებ დისკუსიას, დისკუსიის დროს ითვალისწინებენ თანაკლასელის აზრს, უსმენენ ერთმანეთს, აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და  დაცვის უნარიც აქვთ.  კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის გაკვეთილის ბოლოს ვახდენთ  თვითშეფასებას, მაგ.  ვინ იყო დღეს   აქტიური ან  პასიური.ამ დროს ვარ აქტიური მსმენელი, მათ ეს ახალისებთ , მსჯელობენ საკუთარ  ღირებულებებზე, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების გაბვითარებაში.

7.ოტ ქტურ წიეო:

                მოტივაცია ცოდნის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. მოტივაცია, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსაწავლის მიღწევებს. ვქმნი სასიამოვნო სასწავლო გარემოს, მოსწავლეები ენერგიულად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ეხმარებიან თანაკლასელებს, არიან მოტივირებულები და დავალების შესრულებაზე ორიენტირებულები.სწავლებაში ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს , რომლებიც  მოსწავლეებს ეხმარება მოტივაციის გაზრდაში და აქტიურობაში. მაგალითად აქტივობები , რომლებიც უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, ყოველდღიურობას, დადებით გავლენას ახდენს   მოსწავლის ინტერესზე, ვცდილობ ისე წარვმართო სასწავლო პროცესი, რომ აღიძრას ცნობისმოყვარეობა მოსწავლეებში, ერთმანეთს ვუხამებ  სასწავლო საქმიანობას და გართობას, მაგალითად ვატარებ საკლასო ვიქტორინას, ყველაზე ჭკვანს,როლურ მუშაობას, მაგალითად, გაკვეთილის თემა, რომელიც  მაძლევს როლებად მუშაობის საშუალებას, ყოველთვის  ვიყენებ ამ აქტივობას, რაც მოსწავლის მოტივაციაზე უდიდეს გავლენას ახდენს და მეტად რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში.

 

                  

 

8. ავლე :

      სასწავლო პროცესის შეფასება არის სასწავლო მიზნების მიღწევის ხარისხის დამდგენი მონაცემების შეგროვების, აღრიცხვისა და ანალიზის მუდმივი პროცესი, მოსწავლეთა  შეფასება აღნუსხავს იმ შედეგებს, რომლებსაც იძლევა მთლიანი სასწავლო პროცესი, ხოლო ამ შედეგების ანალიზი აუცილებელია იმავე სასწავლო პროცესის  უკეთ წარმართვისათვის.  შეფასების მიზანი იმის დადგენაა, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ შედეგებს. ამავდროულად, შეფასების შედეგები  აძლევს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ. შეფასება იყენებ არა მხოლოდ მოცემულ მომენტში ცოდნის    შესაფასებლად, არამედ  მოსწავლის სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად, მისი განვითარების ხელშესაწყობად.  სისტემატურად  უწევ მონიტორინგს  მოსწავლეთა სწავლას და საჭიროების შემთხვევაში

აწვდი  მათ უკუკავშირს.  მაგალითად კომენტარი  კონკრეტულ სასწავლო ქმედებაზე  რომელიც აძლევს მოსწავლეს ინფორმაციას, თუ რა შეასრულა მან კარგად და რა არა. ხარვეზების შემთხვევაში ის იღებს რეკომენდაციებს, თუ რა გზებით უნდა აღმოფხვრას ეს ხარვეზები. უკუკავშირს ხან წერილობით ვასრულებ ხან ზეპირად. ჩემ  მიერ მიცემული საშინაო თუ საკლასო დავალებებზე ახდენენ დაკვირვებას და თავად ეძლევათ საშუალება შეაფასონ თავიანთი სასწავლო საქმიანობა, აღმოაჩენენ  ძლიერ და სუსტ მხარეებს, აქვთ აგრეთვე შეფასების კრიტერიუმები, ამით ეჩვევიან თვითშეფასებას.   

      შეფასების მრავალმხრივობისთვის ვიყენებ სხვდასხვა საშუალებას: ზეპირი გამოკითხვა, წერითი სამუშაო, კითხვები, პრეზენტაცია.    შეფასებაში მნიშვნელოვანია შემაჯამებელი შეფასების წილიც, მაგ რომელიმე თემის დასრულების შემდეგ, კლასის მართვის პროგრამით ვმუშაობთ ტესტებზე , შემაჯამებელი შედეგების ანალიზი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის დონის დადგენასთან ერთად იძლევა    მომავალი შედეგების პროგნოზირებას.  

 

ვიყენებ ამ პრაქტიკას, თუმცა მესაჭიროება დამატებითი ურთიერთობა მშობლებთან, რათა უკეთ მივაწოდო ინფორმაცია,ასევე კოლეგებთან თანამშრომლობა.       

 

 

 

ჩემი კლასი (2023-2027) Published @ 2014 by Ipietoon