ექსკურსია ვარიანში
ესეც ექსკურსია... კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი იაკობ
გოგებაშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს. მოვინახულეთ მისი სახლ-მუზეუმი, დავათვალიერეთ მისი ნივთები, მის სიცოცხლეში
გამოცემული წიგნები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ბავშვებზე საკლასო ოთახმა, იმდროინდელმა მერხებმა
და სხვა ნივთებმა: საწნახელი, გუთანი,კევრი...
მოვილოცეთ კარის ეკლესია, სადაც იაკობის მამა-სიმონ გოგებაშვილი მოღვაწეობდა და სოფლის ბავშვებს უანგაროდ ასწავლიდა ულამაზეს ქართულ ასოებს. ახალიც ბევრი
გავიგეთ და კარგადაც ვიმხიარულეთ..
მრავალი ბედნიერი და საინტერესო დღე
თქვენ,
ჩემო პატარებო!