12 ოქტომბერს, კარალეთის N1 საჯარო სკოლის 1ა კლასში, ლამაზი და უჩვეულო დღე იყო პირველკლასელთათვის.ამ დღეს ჩვენს კლასში უმშვენიერესი ქართული ანბანი შემობრძანდა.
ბავშვები დიდი სიხარულით შეეგებნენ ,,აი იას“, .ამოიკითხეს
პირველი ასო-ბგერა, პირველი სიტყვა.გაკვეთილი
დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობით
ეს მნიშვნელოვანი
დღე შესაბამისად აღვნიშნეთ, გადავიღეთ სამახსოვრო
ფოტოები.
ბავშვებმა მხიარულად გააცილეს 2023 წელი და თოვლის ბაბუასთან ერთად სიხარულით შეეგებნენ 2024 წლის დადგომას.
იხ.სურათები
დაიწყო ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევებით, ოცნებებითა და მოლოდინებით.
გადავწყვიტეთ ზაფხულის ბრჭყვიალა შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის და ,,შთაბეჭდილებების დაფაზე" განგვეთავსებინა.
ბავშვებმა აირჩიეს სასურველი ფერი დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ დავალების შესრულებას, უნდა მოეყოლათ თავს გადახდენილი საინტერესო ამბები და გაეზიარებინათ თანაკლასელებისათვის,
მშვენიერი პრეზენტაციები წარმოადგინეს და საჩუქრებიც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ზეიმის მზადების პროცესში მოსწავლეები გაეცნენ წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებს, წარმოდგენა შეექმნათ საშემოდგომო საქმიანობაზე (ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა, სიმინდის თესვა, კაკლის ბერტყვა, ხილის კრეფა და შემოდგომის დოვლათის დაბინავება). მათ მხატვრულად გადმოსცეს ის განცდები და შთაბეჭდილებები, რომელიც შემოდგომას თან სდევს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.